მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ახალი პროექტების საინვესტიციო ღირებულებამ მილიარდ ლარს მიაღწია

5ce92aa6c05b6
ანუკა ჯოხაძე
25.05.19 16:07
772
აჭარის ახალი პროექტების საინვესტიციო ღირებულებამ მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მომავალ 2-3 წელიწადში მსგავსი ტემპებით განვითარება არ შენელდება, შესაბამისად იგეგმება არანაკლებ 6000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაც.

“ახალი წლიდან, დაახლოებით 5 თვეში ჩვენ შევძელით, რომ ახალი პროექტების საინვესტიციო პორტფელი ასულიყო მილიარდ ლარზე. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მნიშნელოვან საინვესტიციო ჯგუფთან და წლის ბოლომდე ჩვენი ამბიცია არის, რომ ეს პორტფელი გაორმაგდეს და ავიდეთ არანაკლებ ორ მილიარდ ლარზე. ეს ნიშნავს რომ 2-3 წლის ჭრილში უნდა შევქმნათ აჭარაში არანალებ 6000 სამუშაო ადგილი და გადასახადების ნაწილშიც შემოსავლების ნაწილში აჭარაში იქნება მზარდი დინამიკა”-ამბობს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.