მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში "მწვანე ტბაზე" ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

5ce2cb12928f6
ანუკა ჯოხაძე
20.05.19 21:20
5143
აჭარაში „მწვანე ტბაზე“ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ bm.ge-ის განუცხადა,  მიმდინარე კვირიდან სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მოეწყობა როგორც - საპიკნიკე ადგილები, ისე მოხდება ბილიკების მარკირებაც და ამ მიმართულებით, სახელმწიფო მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვას გეგმავს.

“უკვე ვიწყებთ „მწვანე ტბის“ ინფრასტრუქტურის მოწყობას, აქ სახელმწიფო დახარჯავს მილიონ ლარზე მეტს; ასევე, ბეშუმის გაფართოებასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადდა ტენდერი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ბეშუმიც დავტვირთოთ ზამთრის პერიოდში. რაც შეეხება „მწვანე ტბას“, აქ მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე ადგილები, ასევე მოხდება მარშრუტების მარკირება და გოდერძის კურორტთან ერთად „მწვანე ტბა“ უკვე წელსვე შეძლებს, რომ ძალიან ბევრი სტუმარი მიიღოს“, - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.