23.აპრილი .2016 15:15

აჭარაში აწის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება დასრულა

views 1080
უკან

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაასრულა აჭარაში აწის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება. შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე. რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო 2014 წლის მიწურულს და დასრულდა მიმდინარე წლის მარტში; კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 12 მლნ ლარამდე. განახლებული ჰიდროაგრეგატი დღეს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულიად შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე, თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები, განხორციელდა ჰიდროაგრეგატის დეტალებისა და კვანძების რეკონსტრუქცია.

"აწჰესზე განხორციელებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება რეალურად გაგვეზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე და რაც მთავარია, წლიური საპროექტო გამომუშავება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ენერგოქსელში დამატებითი სიმძლავრეების მიწოდებას. დამატებით გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩაანაცვლებს იმპორტირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს" - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ჰიდროენერგო დეპარტამენტის ექსპლუატაციის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა ლევან საჩალელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა