მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი": რუსულ ტურიზმზე დამოკიდებულები არასდროს ვყოფილვართ

5d11fb2feeccc
ლიკა გურაბანიძე
25.06.19 18:20
6825

ჰორეკას სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ე.წ. 'რუსულ ტურისტულ ემბარგოზე" საუბრისას აცხადებს, რომ მისი ჯგუფი რუსი ტურისტების მოზიდვაზე ორიენტირებული არასდროს ყოფილა, რადგან ეს ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულებას გამოიწვევდა.

„რუსულ ტურიზმზე დამოკიდებულები არასდროს ვყოფილვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენი სასტუმროები ძალიან პოპულარულია რუსეთში; განსაკუთრებით კი - „ყაზბეგი რუმსი“. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან ნამდვილად ძალიან ბევრი ჯავშანი შემოგვდიოდა. მათი მხრიდან ამ პერიოდში საქართველო ნამდვილად მოთხოვნადი იყო, თუმცა ვცდილობთ აქცენტი ჯგუფებზე არ გავაკეთოთ და ინდივიდუალური მგზავრები აქტიურად მივიღოთ",  - განაცხადა ჩეხერიამ.

 

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ "რუსული ტურისტული ემბარგო" ტურისტების ნაკადზე იმოქმედებს, თუმცა კომპანია სხვა ბაზრებზე დივერსიფიცირებას აქტიურად მოახდენს. ვალერი ჩეხერია იმედებს სახმელეთო მიმოსვლაზე ამყარებს, რადგან მისი თქმით, რუსი ტურისტები საქართველოში სწორედ ამ გზით შემოდიან. 

 

„ძალიან ბევრი მარკეტინგული იდეა გვაქვს. მივმართავთ ბევრ მეგობარ პარტნიორ ქვეყანას, ორგანიზაციას და პირად მეგობრებს იმისთვის, რომ მოკლე პერიოდში რა ჯავშნების გაუქმებაც მოხდება, ის ჩავანაცვლოთ. გრძელვადიან პერიოდში ეს ჯავშნები არ არის რთული ჩასანაცვლებელი, რადგან არის ძალიან დიდი მოთხოვნა სხვადასხვა ბაზრებიდან. რასაკვირველია, მგონია, რომ გარკვეულ შეღავათებზე გადახედვა სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა მოხდეს",  - განმარტა ვალერი ჩეხერიამ.