მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრამიშვილი: "ხადორი 3"-ის გარემოზე ზეგავლენა გზის ან სასტუმროს აშენების ტოლფასი იქნება

5cbc53f5363d4
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.19 15:41
2375

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ “ხადორი 3”-ის ელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედება მისი მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, გზის ან სასტუმროს აშენების ტოლფასი იქნება.

აბრამიშვილი ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში ენერგეტიკული პროექტების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს ორკესტრირებული ხასიათი აქვს. 

“მინდა, კიდევ ერთხელ კარგად გავითავისოთ თუ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მხრივ ჰესზე, რომელიც არის მცირე ჰესი და მისი ზეგავლენა გარემოზე არის მართლაც რომ მინიმუმი. ფაქტიურად, შეიძლება შედარდეს გზების მშენებლობას, სასტუმროს მშენებლობას, ზემოქმედება ერთ მხარეს გვაქვს მინიმუმი, მეორე მხრივ, გვაქვს ის დიდი მნიშვნელობა, ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობისთვის რაც არის ფაქტიურად ენერგოდამოუკიდებლობის ტოლფასი. განსაკუთრებით ამ პირობებში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ამ პიროებებში, როდესაც ჩვენ არ გამოვიყენოთ საკუთარი რესურსი, რომელიც არის განახლებადი და დამოკიდებულება გავზარდოთ მეზობელ ქვეყნებზე და მე ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იმისა, რომ ვიფიქრო,  რომ ზუსტად მეზობელი ქვეყნების მიერ შეიძლება იყოს ორკესტრირებული და დაფინანსებული ეს პროცესი. მცირე ჰესებსაც რომ ეხება. აქედან გამომდინარე, იზრდება ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე და ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარი გენერაციის მშენებლობას შევუწყოთ ხელი. ჩვენ უნდა ვხარჯავდეთ დროს, ენერგიას, რესურსებს იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ უკეთესად, როგორ გავზარდოთ პროექტების უსაფრთხოების დონე მაღლა, იქნება ეს მშენებლობის თუ გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით,  და არა იმაზე,  აშენდეს თუ არა საერთოდ ახალი ჰიდროელექტროსადგურები. აშენების გარდა, ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს. 

ამ პროექტს რაც შეეხება როგორც ვიცი, ერთ წელზე მეტია მოლაპარაკებები გრძელდება, იყო არაერთი საჯარო შეხვედრა, უხუცესთა საბჭოსთანაც იყო აღნიშნული შეხვედრა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მთავრობაც აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს და როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტზე იყო საუბარი. ხელშეწყობას დაპირდნენ, როგორც ვიცი, უკვე დასრულებული იყო მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს რომ მშენებლობა განეახლებინათ,”- ამბობს აბრამიშვილი. 

“ხადორი 3”-ის 5-მეგავატიანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას პანკისის მოსახლეობა აპროტესტებს. ხეობაში ვითარება დაიძაბა, მოსახლეობა ქვებით და ხელკეტებით დაუპირისპირდა სამართალდამცველებს.  თავის მხრივ, სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს ისვრიან. გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც; არიან დაშავებულები. 

როგორც Bm.ge-ის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, პანკისის ხეობაში ჩადის. ხეობაში მიდიან ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც.