25.იანვარი .2016 10:50

აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება (ფოტო)

views 3177
უკან

საპარტნიორო ფონდი კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობს. პროექტის მიხედვით 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნეს კლუბსა და სპას. როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. „შესაბამისად აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა არსებობს და ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი გაზრდის რეგიონის ცნობადობას და ტურისტების რაოდენობას” აცხადებს გიორგი ჩერქეზიშვილი. მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 26 მლნ აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა