15.თებერვალი.2016 16:39
ბიზნესი

9 ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსში, ორმაგი ოქროს, 4 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მიიღო

9 ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსში,  ორმაგი ოქროს, 4 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მიიღო
9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები - ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებული ღვინოებია:

ორმაგი ოქრო - "საფერავი რეზერვი. 2005" კომპანია "კახური";
ოქრო - "საფერავი. 2008“, კომპანია "კახური";
ოქრო - "საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013", კომპანია "ლუკასი“;
ოქრო - "მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია "თელავის ღვინის მარანი“;
ოქრო - "მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია "თელავის ღვინის მარანი";
ვერცხლი - "მუკუზანი იბერიული. 2013", კომპანია "შუმი";
ვერცხლი - "ნაფარეული. 2013“, კომპანია "შუმი";
ვერცხლი - "სატრაპეზო საფერავი. 2012", კომპანია "თელავის ღვინის მარანი";
ვერცხლი - "საფერავი ქვევრის. 2011", კორპორაცია "ქინძმარაული".

"საკურას" საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით.

"საკურას“ კონკურსში "ორმაგი ოქროს" ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

18.მარტი.2019 12:26
1522

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
333

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
994

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
327

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
637

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
396

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად