მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველოდან იმპორტისთვის $5 მლრდ-მდე გავიდა - TOP-5 საიმპორტო საქონელი

5d5a6794d3de8
თელარა გელანტია
19.08.19 15:00
771
2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან იმპორტისთვის 4 963.1 მლნ აშშ დოლარი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 404.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.1% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 366.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4%) ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 330.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში ასევე მოხვდა მედიკამენტები და ნავთობის აირი.