05.მაისი .2016 13:40

7 კვების ობიექტს კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

views 1746
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. ინპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში, სარეალიზაციო ობიქტში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკში. საზოგადოებრივი კვების ობიეტებში მიმდინარე წელს 756 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანადო რეაგირება, მოქმედებს საჯარიმო სანქციები, დარღვევების შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადები.
 
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებრივი კვების 118 ობიექტში ჩაატარა გეგმური ინსპექტირება, არაგეგმური კონტროლი ჩატარდა 47 მათგანში. დოკუმენტურად შემოწმებულია 591 სწრაფი კვების ობიექტი, საცხობი, პურ-ფუნთუშეულის წარმოება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა. არაკრიტიკული დარღვევების გამოსასწორებლად ბიზესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია და გონივრული ვადები, ხოლო კრიტიკულის გამო 7 მათგანს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობა.