25.მაისი .2019 17:30

5G-ინტერნეტმა ამინდის პროგნოზის დადგენას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს

views 668
უკან

5G-ინტერნეტმა ამინდის პროგნოზის დადგენას შესაძლოა ხელი შეუშალოს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს NASA და ქვეყნის ოკეანოგრაფიის უწყება გაფრთხილებას ავრცელებს.

მათი ცნობით, 5G სწრაფი ინტერნეტის შემოღება 40 წლიან მიღწევას - მოახლოებული სტიქიური უბედურებების 3-4 დღით ადრე დადგენას ხელს შეუშლის.

„თუ წარსულს გადავხედავთ, იმ პერიოდში როცა ამინდის პროგნოზის დადგენა აშშ-ში 30 პროცენტით ცუდი იყო, ვიდღე დღეს, სადღაც 1980-იან წლებში აღმოვჩნდებით, რაც ხელს შეგვიშლის, მაგალითად სტიქიური უბედურებების დადგენაში’’-განუცხადა Washington Post -ს ნასას ადმინისტატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.

კერძოდ კი, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 5G ინტერნეტი 24GHz სიხშირეზე უნდა დაჯდეს, რაც ხელისშემშლელი აღმოჩნდება ამინდის დამდგენი თანამგზავრებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი მონაცემების პროგნოზირებას უზრუნველყოფენ.