24.აპრილი .2016 22:44

5 ონლაინ კურსი, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

views 1931
უკან

დღეს სახლიდან გაუსვლელად სწავლის გაგრძელების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ონლაინ კურსებია, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
 
გამოცემა Businessinsider-მა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ის ონლაინ კურსები წარმოადგინა, რომელიც ფინანსებს, პროფესიულ განვითარებასა და ზრდას მოიცავს.

ეკონომიკის ბიჰევიორალიზმი - კურსს ტორონტოს უნივერსიტეტი გთავაზობთ. მისი ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: „როგორ უნდა დააგროვოს ადამიანმა მეტი ფული“. თეორიული ნაწილის გარდა კურსი პრაქტიკულ მაგალითებს და დავალებებს მოიცავს. კურსის ღირებულება 48 დოლარია. 
 
შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში - კურსს პენსილვანიის უნივერსიტეტი გთავაზობთ, ის 4 კვირის განმავლობაში გრძელდება და კვირაში 5-6 საათიან ლექციას მოიცავს. 

წარმატებული მოლაპარაკება: ძირითადი სტრატეგიები და უნარები - კურსს მიჩიგანის უნივერსიტეტი გთავაზობთ. ის მოლაპარაკებების დროს წარმატების მიღწევის 4 ძირითად გზას აცნობს მომხმარებელს. კურსი ინგლისურენოვანია, თუმცა ლექციების სუბტიტრები რუსულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ. 
 
ფინანსური ევოლუცია და სტრატეგია: ინვესტირება - კურსს ილინოისის უნივერსიტეტი გთავაზობთ. რისკი, ოპტიმიზაცია, ინვესტორების ქცევა და ფასები კურსის ძირითადი თემებია, მისი ხანგრძლივობა 5 კვირაა.

ფინანსური ბაზრები - კურსს იელის უნივერსიტეტი გთავაზობთ და მისი ხანგრძლივობა 8 კვირაა, ლექციების ხანგრძლივობა კი კვირაში 8-12 საათია.