მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 დღეში სარფსა და წითელ ხიდზე 12,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

5d359b6c8d1fe
თელარა გელანტია
22.07.19 15:16
685
18-22 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ავოტსატრანსპორტო საშუალებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 12,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.