17.ივნისი .2019 12:00

48 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე

views 1319
უკან

გაჩერებული მატარებლები და მეტროები, ჩამქრალი შუქნიშნები, დახურული სკოლები და საავადმყოფოები - გუშინდელი დღე არგენტინასა და ურუგვაიში არასდროს დაავიწყდებათ.

ლათინური ამერიკის ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის მასობრივმა გათიშვამ 48 მილიონი ადამიანი შუქის გარეშე დატოვა.

არგენტინული მედიის ინფორმაციით, გაუმართაობა 500–კილოვატიან ელექტროდამაკავშირებელ სისტემაში დაფიქსირდა, რამაც სახელმწიფოები მთელი დღის განმავლობაში ჩააბნელა. ხარვეზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. ამას გამოძიება დაადგენს.

ცნობისთვის: არგენტინა და ურუგვაი საერთო ელექტროსისტემით მარაგდება, რომელის მთავარი სადგურიც ბუენოს-აირესიდან 450, ხოლო ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოდან 500 კილომეტრში მდებარეობს.