16.მაისი.2019 16:29
ეკონომიკა

4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს

4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს
4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. რეგულარული რეისები თბილისიდან მალტის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, AIRBUS A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

ამის შესახებ HOLIDAY INN-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და TAV GEORGIA-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიესალმება ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ავიაბაზარზე.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიესალმება ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე. Air Malta-სთან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან ვაწარმოებთ. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ახალ ავიაკომპანიებთან მუშაობა, რათა ისინი საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ-“, განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის.

ღონისძიებაზე ასევე, სიტყვით გამოვიდნენ “AIR MALTA”-ს კომერციული მენეჯერი ვიქტორ მიფსუდი, ავიაკომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი სტივენ გაუჩი და საქართველოში AIR MALTA-ს კომერციული წარმომადგენელი, „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარემ ზურაბ შარაშენიძე.

პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა, რომ სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს საავიაციო ბაზარს “AIR MALTA”-ს სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატა.
პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას",- აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ავიაკომპანია AIR MALTA 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათავო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.

26.მაისი.2019 22:03
70

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
233

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
157

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
513

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
144

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
524

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად