14.აგვისტო .2019 22:30

3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურს Future Agro Challenge-ის ფინალშია

views 366
უკან

3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურს Future Agro Challenge-ის ფინალშია

გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი.

საქართველოს გუნდს დავით მიზანდარი წარადგენს. ის 60 საუკეთესო კონკურსანტთან ერთად FAC Global Championship-ზე გამოვა.

FAC Global Championship მთავარი გლობალური აგროპრენერული სამიტია, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება. ჩემპიონატი გამარჯვებულ გუნდებს მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს.

Future Agro Challenge არის მსხვილი გლობალური ინიციატივა, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს. ინიციატივის მიმართულებებია: საკვები, აგროტექნელოგიები, აგროტურიზმი და აგროკულტურა.

ხმის მიცემისათვის მითითებულ ბმულზე ( http://bit.ly/2Y4Slao  ) უნდა მოძებნოთ ქვევრის ლოგო( Qvevri.xyz ) დააჭირეთ ღილაკზე -  Vote.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა