20.აპრილი .2016 10:47

360-გრადუსიანი კამერების ბიზნესში Facebook-იც ერთვება

views 1387
უკან

360-გრადუსიანი კამერების ბიზნესში Facebook-იც ერთვება. ახალ პრდუქტს Surround 360 ჰქვია. მას 17 კამერის ლინზა აქვს: 14 წრეზეა ჩამწკრივებული, 3 კი ზემოთ და ქვემოთაა განაწილებული. კამერა ვიდეოს 8K რეზოლუციით იღებს. ეს მონაცემები ინდუსტრიაში ამ დოისათვის არსებულ მონაცემებს ორჯერ აღემატება.

კამერას გადახურებისგან ალუმინის დიზაინი იცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ Surround 360-ს რამდენიმე საათის გამნავლობაში თავისუფლად გამოვიყენებთ. Facebook-ი ირწმუნება, რომ ახალი პროდუქტი საუკეთესოა ვირტუალური რეალობის კაამერებს შორის. Surround 360-ის გაყიდვაში გადატანას კომპანია ამ წლის ზაფხულიდან გეგმავს.

IHUB Tbilisi