23.აპრილი.2019 13:36
საზოგადოება

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2 408 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 133 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 73 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 511 მოქალაქეს;

2019 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 428 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3 620 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.


24.აგვისტო.2019 18:50
176

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:45
168

Mostat - როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯები 39%-ით

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:05
115

შსს: 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაული 18.2%–ით გაიზარდა

ვრცლად
24.აგვისტო.2019 13:50
68

შსს: სოფელ საყავრეს ტყეში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება, ახალსოფელთან ხანძარს ისევ აქრობენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 13:00
57

ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო

ვრცლად
23.აგვისტო.2019 18:53
238

23 აგვისტო - სახელფასო სხვაობის დღე საქართველოში

ვრცლად