11.სექტემბერი .2019 13:50

3 მიზეზი, რის გამოც პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების მუხლით საქმე აღძრა - ადვოკატი

views 858
უკან

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე იმ სამ მიზეზს ასახელებს, თუ რაში დასჭირდა გენერალურ პროკურატურას მის დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე აღეძრა.

„ეს დაჭირდა სამი მარტივი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ის ხანდაზმული არ არის და შესაბამისად, საქმის წარმოებისთვის დასჭირდა, რომ საქმე იყოს ზემოთ;

მეორე ბანკირის ფულის გათეთრების მუხლით საქმის წარმოება ნიშნავს მის მკვლელობას ფაქტობრივად, რადგან ეს ნიშნავს, რომ მანამდეც კი სანამ დადგება რამე ტიპის განაჩენი, ყველა შესაძლო ბაზაში, რომელიც არსებობს ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ეს უკვე ასახულია. ნებისმიერ საკრედიტო რესურსს, ფულად რესუსრს ან რაიმე ტიპის გარიგებასთან შეხების დროს ინთება წითელი, რომ დამატებითი შემოწმება მოხდეს;

და მესამე მიზეზი ძალიან მარტივად ბოლოს გამოჩნდა - ქონებაზე ყადაღის დადების მუხლი. იქ წერია შემთხვევები და რომ სხვა დანაშაულის შემთხვევაში და ცალკე წერია ფულის გათეთრების შემთხვევაში არ საჭიროებს დამატებით დამტკიცებას იმისას, რომ თუ ამბობ, რომ ფულის გათეთრებაა, შეგიძლია მიმართო სასამართლოს.

ამ სამი მიზეზით დასჭირდა პროკურატურას საქმის აღძვრა. სამივე მიზანი შესრულებულია. მამუკა და ბადრი მოხვდა ამ სიაში. დაყადაღებულია მათი ანგარიშები 16 მილიონის ფარგლებში. ალბათ ვიღაცას ეგონა, რომ დაძინებული ფული ანგარიშებზე დევს. ასევე შელახულია მათი რეპუტაცია“, - განმარტავს ზვიად კორძაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა