მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 ივნისს, კონფერენცია - "ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში" გაიმართება

5d04e04e7155f
თელარა გელანტია
15.06.19 15:16
1643
29 ივნისს, თბილისში, „ტექნო პარკში“ პირველად კონფერენცია - „ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ გაიმართება.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და მას 180-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების როლი არაფორმალურ განათლებაში, თუ სად იმყოფება ამ კუთხით საქართველო, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რომელი წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება უნდა გაიზიაროს მან არაფორმალური განათლების სექტორში მეტი წინსვლისთვის.

კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან სპიკერები სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც ისაუბრებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე არაფორმალურ განათლებაში საკუთარი სექტორის პერსპექტივიდან.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ტრენდებს, პრაქტიკულ მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებიც არაფორმალურ სწავლებაში ინერგება.