22.მარტი.2016 21:48
ბიზნესი

270 მილიონი ევროს ინვესტიცია ქუთაისში - "აია ინტერტაიმენტი" მიწის გადაცემას ელოდება (ფოტო)

270 მილიონი ევროს ინვესტიცია ქუთაისში -  "აია ინტერტაიმენტი" მიწის გადაცემას ელოდება (ფოტო)
ქუთაისში 270 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ ცნობილი გუშინ, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გახდა. ამ მიზნით, ქუთაისის პარლამენტის შენობის მომიჯნავე ტერიტორია ქალაქის საკრებულომ სახელმწიფოს, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. საუბარია 75 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ადგილზე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას კომპანია "აია ინტერტაიმენტი" გეგმავს.
 
კომპანიის წარმომადგენელი, ვახტანგ გაგნიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიწის გადაცემის ტექნიკური დეტალები ზუსტდება, რომელიც დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. მისივე თქმით, პროექტი უკვე წარედგინა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს და მათი მხირდან მოწონება დაიმსახურა.

პროექტის მიხედვით, ქუთაისში სასტუმრო კომპლექსი, აკვა-პარკი, სამორინე, კინოთეატრი, სპორტული და გასართობი კომპლექსები განთავსდება. ვახტანგ გაგნიძე განმარტავს, რომ ქუთაისში ეთნოგრაფიული მუზეუმის მსგავსი ზონის განვითარებაც სურთ. ამასთან, პროექტი 20 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

"კომპლექსის ძირითადი მიმართულება ტურისტული დანიშნულება იქნება, წარმოდგენილი პროექტები ექსკლუზიურია და ანალოგიები არ აქვს, რადგან ის უცხოეთში მოღვაწე ქართველმა გააკეთა", -ამბობს ვახტანგ გაგნიძე. მისივე თქმით, პროექტში ინვესტირებას შვეიცარული, ჰოლანდიური და ავსტრიული კომპანიები განახორციელებენ, თუმცა მათი დასახელებისგან გაგნიძე ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. პროეტქი ქუთაისის გარდა, სამტრედიაში 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებას და საჩხერეში საწარმოს განთავსებასაც ითვალისწინებს.

"პროექტის ტურისტული ნაწილი ქუთაისის უძველეს სახელთან, აიეტთან და არგონავტების მითთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ჩვენის მხრივ, ვალდებულებას ვიღებთ, რომ მიწის გადმოცემიდან არაუგვიანეს 90 დღეში, უზრუნველყოთ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება. დაახლოებით 5 წელი დასჭირდება პროექტის განხორციელებას", - განმარტავს გაგიძე.

რაც შეეხება მიწის გადაცემის პროცესს, მისი თქმით, კომპანია სახელმწიფოს ნორმატიული ფასის 10 პროცენტს სთავაზობს. მიწის გადაცემა კონკრეტული პირობით მოხდა. თუ კომპანია ტერიტორიაზე დაგეგმილ ინვესტიციას ვერ განხორციელებს, მიწა კვლავ ქალაქის საკურებაში გადავა.

19.აგვისტო.2019 19:16
13994

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3420

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
468

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
534

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
715

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად