მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

5ce541765aa04
თელარა გელანტია
22.05.19 16:46
917
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი", „კარწახი", „წითელი ხიდი", „სადახლო", ,,სარფი" სადღესასწაულოდ გაფორმდა.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 26 მაისისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

„მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა", კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას.

საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა, ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს.

დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანსამბლები: „შავნაბადა" და „ერისიონი". ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.

26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.