24.მაისი.2019 12:03
საზოგადოება

25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს.

გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.
27 მაისიდან რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

16.ივლისი.2019 21:40
428

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:30
304

გაძვირდება თუ არა მგზავრობა?- რას ამბობენ "თბილისის მიკროავტობუსში"

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:22
291

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:15
336

"ჭიდაობის ფედერაციამ „ოცნების“ დეპუტატის დის სასტუმროს 1,6 მილიონი ლარი გადაურიცხა"

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:34
233

"ჩვენ ყველა პროექტს დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით" - ბახტაძე ტურიზმზე

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:15
681

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე შეიზღუდება

ვრცლად