მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

5ce53f9d56648
თელარა გელანტია
22.05.19 23:00
610
24 მაისს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის მთავრობის ბიზნესთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, საპრივატიზაციო ობიექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნობიან.

ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე კი, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და სიახლეების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოში EBRD-ის მუდმივი წარმომადგენლობა, საქართველოში მოქმედი საელჩოების და დონორი ორგანიზაციების წევრები დაესწრებიან.

ბიზნესმენები კონკრეტული საინვესტიციო ობიექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სპეციალური პრეზენტაციით მიიღებენ.

შეხვედრა პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდება.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, „აწარმოე საქართველოს“, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში და ბიზნეს სექტორის სულ 500 წარმომადგენელი დაესწრება.