მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი "თბილისი" გაიმართება

5d09febcc9700
BM.GE
19.06.19 13:21
737
23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წელს გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ორბელიანის ახლადრეაბილიტირებულ მოედანზე დასრულდება.

თბილისის მერმა გარბენში მონაწილეობისკენ პირველ რიგში, დედაქალაქის მთავრობის წევრებს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ყველა ადამიანს მოუწოდა.

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე, მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა, მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა რაიონში არსებობდეს. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ სავარჯიშო მოწყობილობებს. ამის საუკეთესო მაგალითია გოძიაშვილის სახელობის პარკი, სადაც სპორტით ყველა თაობის ადამიანია დაკავებული. გახსოვთ ალბათ, რომ შარშან გაიმართა გარბენი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა სპორტსმენმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულმა მოქალაქემ მიიღო. წელს, 23 ივნისს, ამ გარბენის ჩატარებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან, ხოლო გარბენი - 10:00 საათზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მარათონის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მასში ქალაქის მოსახლეობის ჩართულობაა.