12.ივნისი .2019 11:20

2020 წელს მესტიაში ხუთ–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

views 633
უკან

"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი სასტუმრო "გისტოლას" შემდეგ, 2020 წელს მეორე სასტუმროს მშენებლობას იწყებს.

როგორც BM.GE-ს გურჩიანმა განუცხადა, ხუთ–ვარსკვლავიანი, 150–ნომრიანი 4–სართულიანი სასტუმროს ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროა. მშენებლობის დასრულება 2022 წელს იგეგმება.

რა ერქმევა სასტუმროს, ამ ეტაპზე ბიზნესმენი ვერ ასახელებს.

"სასტუმრო ბიზნესი საქართველოში პერსპექტიული საქმეა, თუ სტაბილურობა იქნება. ყოველწლიურად, ტურიზმის 30-40%-იანი ზრდა გვაქვს. ტურიზმი შემოსავლიანი დარგია", - განაცხადა გურჩიანმა.

ცნობისთვის, როგორც "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელმა BM.GE-ის განუცხადა, უახლოეს მომავალში ის სვანეთის სხვადასხვა სოფელში მათ შორის, ბეჩოსა და ეცერში საკუთარი კვების მრეწველობის შექმნას გეგმავს, სადაც ქათმებისა და საქონლის ფერმას მოაწყობს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა