მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი 20%-ით შემცირდა

5cc2cc8f829e4
BM.GE
26.04.19 13:15
1700
2019 წლის პირველ კავრატლში საქართველოში საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის იმპორტი წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პირველ კავრატლში სულ $43.8 მილიონის ღირებულების ტექნიკა შემოვიდა. ცალკეული დასახელების პროდუქტებიდან შემცირებულია სარეცხი მანქანების, გაზქურების, ტელევიზორების მობილური ტელეფონებისა და სხვა პროდუქტების იმპორტი.

იმის გამო, რომ საქართველოს ბაზარზე რეალიზებული ელექტროტექნიკის აბსოლუტური ნაწილი იმპორტულია, აღნიშნული შემცირება შესაძლოა, 2019 წლის განმავლობაში ელექტროტექნიკის ბაზრის შემცირებაზე მიანიშნებდეს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ელექტროტექნიკის ბაზარი დღეს არის უფრო მცირე ვიდრე 2014 წელს, ანუ ქვეყანაში სავალუტო კრიზისის დაწყებამდე იყო. 2014 წელს ძირითადი დასახელების ელექტროტექნიკის იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ $324 მილიონი შეადგინა, 2015 წელს ეს რიცხვი $190 მილიონამდე დაეცა, 2016 და 2017 წლებში ამ მხრივ გარკვეული ზრდა იყო, თუმცა 2018 წელს იმპორტი კიდევ შემცირდა და $254 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2018 წელს ელექტროტექნიკის ბაზრის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლები იყო.

ცალკეული დასახელების პროდუქტების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში 80,000-ით უფრო ნაკლები ტელევიზორი, 52,000-ით უფრო ნაკლები სარეცხი მანქანა, 66,000-ით ნაკლები მაცივარი შემოვიდა, ვიდრე 2014 წელს.