14.აგვისტო .2019 18:13

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

views 306
უკან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9%-ს შეადგენს და წარმოადგენს 36.8%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1 პროცენტი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.2%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა