14.აგვისტო.2019 12:04
ეკონომიკა

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორებმა საქართველოში 2,4 მლრდ ლარამდე დახარჯეს

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორებმა საქართველოში 2,4 მლრდ ლარამდე დახარჯეს
2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც. საქსტატის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9%-ს შეადგენს და წარმოადგენს 36.8%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1%) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

23.აგვისტო.2019 17:40
27

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
130

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
112

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
132

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
213

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
585

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად