20.აგვისტო .2019 10:15

2019 წლის II კვარტალში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი - შემცირდა

views 167
უკან

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში წარმოებულია 193 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8%-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, ხორცის წარმოებამ 15.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151.1 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა