12.ივნისი.2019 20:00
ეკონომიკა

2019 წლის I კვარტალში რეინვესტიციის მოცულობა 54%-ით შემცირდა

2019 წლის I კვარტალში რეინვესტიციის მოცულობა 54%-ით შემცირდა
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, რეინვესტიციებიც შემცირდა.

წლის პირველ სამ თვეში რეინვესტიციების სახით საქართველოში $87 მილიონი დოლარი ჩაიდო, ეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით ნაკლებია.

რეინვესტიციების წილი მთლიან FDI-ში 30%-ს შეადგენს, როდესაც 2018 წლის პირველ კვარტალში ეს რიცხვი 60%-ს შეადგენდა.

საქართველოში რეინვესტიციების მოცულობა განსაკუთრებული ტემპით 2017 წელს, მოგების გადასახადის დაბეგვრის განახლებული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. 2017 წელს რეინვესტიციების მოცულობამ $657 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს 2017 წლის FDI-ის 34% იყო, 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი 45%-მდე გაიზარდა.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $281 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია.

2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი - $133 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში ირლანდიიდან შემოვიდა. აღნიშნული თანხა აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის - აჭარაბეთის 51%-იანი წილის შეძენაზე დაიხარჯა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის საკონტროლო პაკეტს ირლანდიური კომპანია Flutter-ი ფლობს.
ავტორი: თელარა გელანტია

25.აგვისტო.2019 17:40
620

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
310

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
504

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
209

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
121

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
101

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად