მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 7 თვეში საქართველომ ექსპორტიდან $2.1 მლრდ მიიღო - TOP-5 საექსპორტო საქონელი

5d5a63c5735fc
თელარა გელანტია
19.08.19 14:20
2732
2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტიდან 2 მლრდ 102 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12.4%-ით აღემატება.

საქსტატის მიხედვით, 7 თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 364.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 317.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.1%) ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 195.7 მლნ. აშშ დოლარით (9.3%).

საექსპორტო ხუთეულს ასრულებს მედიკამენტები 125 მლნ დოლარით და ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმა 113.6 მლნ დოლარი შეადგინა.

ათეულში ასევე მოხვდა: მინერალური და მტკნარი წყლები, სპირტიანი სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები და სხვა საქონელი.