მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 6 თვეში ბიუჯეტმა აქციზიდან 544 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 83.7%-ია

5d3578a2805df
თელარა გელანტია
22.07.19 13:00
1210
2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით, 4 მლრდ 503 მლნ 857 ათასი ლარი შევიდა, რაც 6 თვის გეგმის 100.9%-ია.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე დაბალი შესრულება იმპორტის გადასახადის ნაწილშია - 6 თვის საპროგნოზო მოცულობა იყო 42 მლნ ლარი, ფაქტობრივად მიღებულმა შემოსავალმა კი, 34 მლნ შეადგინა, რაც გეგმის 81.2%-ია.

ვერ შესრულდა აქციზის გადასახადის გეგმაც. კერძოდ, 6 თვეში ბიუჯეტმა აქციზიდან 544 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 83.7%-ია (გეგმა 653 მლნ ლარი იყო).
რაც შეეხება გადასახადების სხვა სახეებიდან მიღებულ შემოსავლებს, ხაზინის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადიდან ფაქტიურად, დაახლოებით, 1 მლრდ 566 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 99.3%-ია.

ვერ შესრულდა დღგ-ის 6 თვის გეგმაც. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის 6 თვის საპროგნოზო მოცულობა 1 მლრდ 927 მლნ ლარი იყო, ფაქტიურად მიღებულმა შემოსავალმა კი, 1 მლრდ 854 მლნ შეადგინა ანუ გეგმის 96.2%.

გეგმა გადაჭარბებით შესრულდა მოგების გადასახადის ნაწილში - მოგების გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა 473 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 112.5%-ია.