06.დეკემბერი .2018 12:40

2019 წელს თბილისში 20 ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდება

views 773
უკან

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააყენეს, სველი წერტილების ნაკლებობაა“, - ამიs შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ტურისტულად დატვირთულ ადგილებში, უკვე დამონტაჟებულია 10 საზოგადოებრივი საპირფარეშო.

„2019 წელს კი, მინიმუმ 20 ახალი სველი წერტილი მოეწყობა“, - ამბობს ბასიალაია.

მისივე თქმით, კერძო სექტორთან შეხვედრაზე თავად ბიზნესმა დაასახელა პრობლემური ადგილები ამ მიმართულებით, რასაც თბილისის მერია დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა