მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა

5c933e643b6ae
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.19 11:23
1681
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს მთავრობის მიერ საპროგნოზოდ განსაზღვრულ 5%-იან ზრდასთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 41,077,500,000 ლარი შეადგინა. ერთ მოსახლეზე ეს რიცხვი 16,207 ლარს
ანუ, ნომინალურად $4,345 დოლარს შეადგენს. 2018 წელს მშპ-ის დეფლატორი 3.6%-ს შეადგენდა.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ზრდა ასეთია:
  • სოფლის მეურნეობა - ზრდა 0.7%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - ზრდა 7.6%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 3.2%; 
  • ენერგეტიკა - ზრდა 0.1%;
  • პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ - ზრდა 2.8%;
  • მშენებლობა - კლება 3.1% ;
  • ვაჭრობა - ზრდა 5.9%;
  • სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 9.7%; 
  • ტრანსპორტი - ზრდა 9.4%; 
  • კავშირგაბმულობა - ზრდა 5.8%;
  • საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.5%
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა  - ზრდა 12.1%; 
  • საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა - ზრდა 1.2%; 
  • სახელმწიფო მმართველობა - ზრდა 0.9%;
  • განათლება - ზრდა 3.4%; 
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - ზრდა 6.2%;
  • კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ზრდა 13.2%;
  • ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება - ზრდა 12.2%.