03.დეკემბერი .2015 15:40

2016 წლის მარტიდან საჯარო რეესტრში ყველა დოკუმენტის ბრაილის შრიფტით გაცემა დაიწყება

views 1189
უკან

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვიზების ხელმისაწვდომობაზე თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ახალ პროექტს იწყებს. უსინათლო პირებისთვის სააგენტოს მიერ მომზადებული ყველა სახის წერილობითი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში ბრაილის შრიფტით გაიცემა.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განაცხადის წარდგენის და სასურველი დოკუმენტის მიღების პროცესი გაცილებით მარტივი გახდება. საჯარო რეესტრის ვებ გვერდიც ხელმისაწვდომი ხდება შესაბამისი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით, რითაც სერვისების მიღებას უსინათლო პირებიც შეძლებენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იქნება პირველ იადმინისტრაციული ორგანო არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს", - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

ბრაილის შრიფტით დოკუმენტების გაცემა 2016 წლისმარტიდან თბილისის იუსტიციის სახლში დაიწყება, წლის ბოლომდე კი ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში იანება შესაძლებელი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა