მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯაბა სამუშია: მომავალი წლის ბიუჯეტის 2015 წლის ბიუჯეტისთვის შედარება არ უნდა მოხდეს

564c461e63908
ბიზნესკონტაქტი
18.11.15 13:25
2287
2016 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ხარჯები შემცირებულია. როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და საფნანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ გადაცემა “ბიზნერსკონტაქტში’’ აღნიშნა, 2015 წლის ბიუჯეტში კორექტირება გაუთვალისწინებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია და თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიადა. სამუშიამ განმარტა, რომ ამ ხარჯებს წინასწარ ვერავინ ვერ გაითვალისწინებდა.

"2015 წლის ბიუჯეტი 803 მილიონით დამტკიცდა. თუმცა მთელი წლის მანძილზე, მისი კორქტირება რამდენჯერმე მოხდა და ბიუჯეტში დამატებით თითქმის 154 მილიონზე მეტი თანხა აისახა. ეს ის თანხებია, რომელიც მიმართული გახლდათ ერთის მხრივ, ოლიმპიადის გასაწევი ხარჯები და მეორეს მხრივ ეს იყო სტიქიიდან გამომდინარე. ბუნებრივია, როდესაც 2015 წლის ბიუჯეტს ვამტკიცებდით, ვერავინ ვერ გაითვალისწინებდა იმას, რომ ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურითაც უნდა ჩატარებულიყო ოლიმპიადა იქნებოდა ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში და ყველაფრის გაკეთება მოუწევდა 2015 წლის ბიუჯეტს. ასევე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა სტიქიას, რაც მოხდა ვერეს ხეობაში, ამისგან დაცული არავი არ არის. ზუსტად ეს თანხები იქნა სახული. 2016 წლის ბიუჯეტს  დაზუსტებულ ბიუჯეტს ადარებენ. ასეთი შედარება არ უნდა მოხდეს. აპრიორად ვამბობთ, რომ მომავალ წელს სტიქია კიდევ უნდა იყოს? ან აპრიორად ვამბობთ, რომ ის 110 მილიონი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა ოლიმპიადისთვის ხარჯად გაწია, ეს მომავალ წელსაც უნდა განმეორდეს? ასეთი მიდგომა არ შეიძლება. გვქონდა 2015 წელს ბიუჯეტი, რომელიც თბილისის საკრებულომ მიიღო, ეს გახლავთ 803 მილიონი", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.