10.მარტი.2016 16:02
ეკონომიკა

2015 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

2015 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის IV კვარტალში 268 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 23 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 49 პროცენტით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2015 წლის IV კვარტალში 62 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 77 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის სექტორი 65 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 23 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება ინვესტორ კომპანიებს, ტოპ 10 კომპანია შემდეგია:

1. ბი-ფი ჯგუფი
2. სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
3. სს ბიჯეო ჯგუფი
4. შპს დრიმლენდ ოაზისი
5. აიდიეს ბორჯომი შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
6. შპს მაგთიკომი
7. ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს–ის საქართველოს წარმომადგენლობა
8. შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც
9. სს Hualing international special economic zone 10 სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

17.ივლისი.2019 23:00
85

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
309

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად
17.ივლისი.2019 21:00
177

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
83

ნათია თურნავა - მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
111

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:00
147

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

ვრცლად