06.მაისი .2016 11:21

2015-2016 სასწავლო წელს სკოლა 12 441 მოსწავლემ მიატოვა

views 1341
უკან

2015-2016 სასწავლო წელს სკოლა 12 441 მოსწავლემ მიატოვა. აქედან 5401 გოგო იყო, ხოლო 7040 ბიჭი. აღსანიშნავია, რომ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა; კერძოდ 2014-2015 სასწავლო წელს სწავლა 14 104-მა მოსწავლემ მიატოვა.
 
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რომელიც განათლების სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 9-10 კლასებშია. აღნიშნულ პერიოდში სწავლა 4170-მა მეათე კლასელმა და 2273-მა მეცხრე კლასელმა მიატოვა. 200-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა მეთერთმეტე კლასში.

სწავლა პირველივე წელს 290-მა მოსწავლემ მიატოვა. 2015 წელს სკოლა ჯამში 40 109 მოსწავლემ დაამთავრა.