13.ივლისი.2019 00:08
მსოფლიო

2 000 ევრო საბერძნეთში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე - ახალი მთავრობის გადაწყვეტილება

2 000 ევრო საბერძნეთში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე - ახალი მთავრობის გადაწყვეტილება

საბერძნეთის ახალი ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  შობადობის გასაზრდელად გარკვეულ ზომებს იღებს. როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლიდან საბერძნეთში დაბადებულ ყოველ ბავშვზე ერთჯერადად, 2 000 ევრო გაიცემა.


გარდა ამისა, ოჯახებისთვის ბავშვების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა დახმარების პაკეტი ამოქმედდება. ასევე, საბერძნეთის მოქალაქეებს, ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ შეუმცირდებათ გადასახადებიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საბერძნეთში ჩატარებული ვადამელი საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის - „ახალი დემოკრატიის“ გამარჯვებით დასრულდა. შედეგად, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი  გახდა.


მან ბერძნებს პირობა მისცა, რომ "საბერძნეთი თავის სიამაყეს ისევ დაიბრუნებს". 51 წლის პოლიტიკოსმა მის მიერ დასახული მთავარი მიზნებიც გაასაჯაროვა: სამუშაო ადგილების შექმნა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა - საბერძნეთი ახლა ამ სამი მთავარი პირნციპის შესრულებისკენ მიილტვის.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

19.ივლისი.2019 23:10
394

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:50
425

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ვრცლად
19.ივლისი.2019 18:35
377

BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 16:05
277

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას შესაძლოა, მედიკამენტები დაემატოს

ვრცლად
19.ივლისი.2019 15:17
1000

მორიგი მწვავე ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის

ვრცლად
19.ივლისი.2019 09:00
245

ADB: აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

ვრცლად