მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი რუსული გავლენების შესახებ კონფერენციას გამართავს

5ce3e615428dc
BM.GE
21.05.19 23:00
1833
17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი და ახალი ეკონომიკური სკოლა თემაზე: „რუსული გავლენის კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“, კონფერენციას გამართავს.

ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი 1 წელზე მეტია სამფაზიან საუნივერსიტეტო კვლევას ატარებს, რომლის მიზანიცაა გავიგოთ, თუ რა წილი უჭირავს რუსეთს საქართველოს ეკონომიკაში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში სწორედ აღნიშნული კვლევის პირველი ფაზის პრეზენტაცია გაიმართება.

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებად დაიყოფა და მოიცავს:
• რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;
• სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები;
• კულტურა, ნორმები და ფასეულობები;
• როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისს დაგეგმილ კონფერეცნციაში მონაწილებას მიიღებს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების კუთხით; ასევე ჯეფრი მანკოფი — CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი; ბრაიან ვიტმორი — ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი; ლუკ კოფი — ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. "ნატო-საქართველო: აშშ და ევროპული ინტერესი" წიგნის ავტორი; სტუმრათა სიაშია ანდრეას უმლანდიც, რომელიც გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი და რუსეთისა და უკრაინის ისტორიის ექსპერტია; კრასენ სტანჩევი კი მაკროეკონომიკის ექსპერტი და სოფიას უნივერსიტეტის პროფესორია, პარალელურად იგი ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში; ზიგიმანტის პავილიონისი — ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე; კონფერენციის სპიკერების სიაშია აგრეთვე თემურ იაკობაშვილიც, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანიზაცია TY Strategies-ს ხელმძღვანელობს და ნინა იანკოვიჩი, რომელიც წამყავნი მკვლევარია კენანის ინსტიტუტში.

საქართველოს უნივერსიტეტი კონფერენციის ფარგლებში ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობების შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და კვლევები. მათ შორის, აღსანიშნავია ატლანტიკურ საბჭოში (Atlantic Council) და საერთაშორისო სწვლების და კვლევების ცენტრში (Center for Strategic and International Studies - CSIS) საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://bit.ly/2HpI91m