16.მაისი .2019 14:42

164 ლარი - თანხა, რომელიც ერთ ადამიანს კომუნალურებში, ტანსაცმელსა და საკვებში უნდა ეყოს

views 492
უკან

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილში 185 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მარტში ეს მაჩვენებელი 181,2 ლარი იყო.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი აპრილში 163,9 ლარით განისაზღვრა - ანუ საქსტატის მეთოდოლოგიით სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, რათა 30 დღის განმავლობაში საშუალო მომხმარებელმა იცხოვროს - გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, ისარგებლოს ტრანსპორტით, შეიძინოს ტანსაცმელი და სრულფასოვნად იკვებოს.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს ოჯახების ტიპების მიხედვით, საქსტატის დაანგარიშებით ორსულიანი ოჯახისთვის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 262 ლარია, სამსულიანი ოჯახისთვის - 295 ლარი, ოთხსულიანი ოჯახისთვის 327 ლარი.

საქსტატის მონაცემებით ერთ თვეში ხუთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 368,7 ლარია, ექვსსულიანი და მეტი წევრის მქონე ოჯახისთვის კი - 435,9 ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა