16.მარტი .2016 15:10

15 მაისს საქართველოში 50-ზე მეტი ირანელი ბიზნესმენი ჩამოვა

views 1552
უკან

15 მაისს საქართველოში ირანელი ბიზნესმენების დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. როგორც "საქმიანი დილის" ეთერში, ირან-საქართველოს ბიზნეს-ცენტრის საბჭოს წევრმა, მაჰმუდ დავარმა განაცხადა, უახლოეს პერიოდში საქართველოში ირანის პრეზიდენტის ვიზიტიც შედგება.
 
"15 მაისს ირანიდან 50-ზე მეტი მსხვილი ბიზნესმენი ჩამოვა. ვეცდებით მათ საქართველოს დიდი ნაწილი ვაჩვენოთ და ვთხოვთ, რომ იმაზე იფიქრონ, რომ წარმოების ობიექტები და ქარხნები ააშენონ. მე მოლაპარაკებებს ვმართავ და ისინი მოხარულები არიან აქ ჩამოსვლით", - განაცხადა მაჰმუდ დავარმა.