12.ივნისი.2019 09:53
ეკონომიკა

11 ბიზნეს-გაერთიანების 3 კითხვა ფინანსთა მინისტრს

11 ბიზნეს-გაერთიანების 3 კითხვა ფინანსთა მინისტრს

11 ბიზნეს-გაერთიანება საქართველოს ფინანასთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს მიმართავს.

მიმართვის ტექსტს bm.geუცვლელად გთავაზობთ:

ბატონო ივანე,

ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. კერძოდ, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება:

• „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე;

• წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა)

• დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ:

1. ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;
2. რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ;
3. რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება.

პატივისცემით,

1. გადასახადის გადამხდელთა კავშირი
2. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
3. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
4. ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
5. საერთაშორისო სავაჭრო პალატა
6. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
7. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
8. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
9. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
10. საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია
11. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

აღნიშნული ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლები 10:00 საათზე ფინანსთა სამინისტროსთან მივლენ, მიმართვის ტექსტს დატოვებენ და მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

როგორც ცნობილია, ვანო მაჭავარიანი ბრძანების გაუქმებას ან ამოქმედების ვადის გადაწევას არ აპირებს. 

ავტორი: თელარა გელანტია

25.აგვისტო.2019 17:40
617

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
310

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
502

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
209

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
121

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
101

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად