მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"$100 მილიონის მოზიდვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ნდობა აქვს"

5c9a3fe3eaba2
ლევან თაღიაშვილი
26.03.19 20:00
1599
„საქართველოს ბანკმა“ 100 მლნ დოლარის უვადო სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციების გამოშვებაზე განაცხადა.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11.125%-ს შეადგენს.

ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით,  "ეს ნაბიჯი ივნესტორების მხრიდან საქართველოს და მისი ფინანსური ინსტიტუტებისთვის დიდი ნდობის გამოცხადებას ნიშნავს".

“ეს არის არა მხოლოდ „საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება. ჰიბრიდული კაპიტალი ისეთი ტიპის კაპიტალია, რომელიც კრიზისის და არგადახდის შემთხვევაში ინვესტორებისთვის არ იწვევს სირთულეებს. $100 მილიონის ღირებულების, ასეთი ტიპის კაპიტალის მიწოდება ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ საქარველოს ეკონომიკის და საბანკო სფეროს უდიდესი ნდობა და ეს ძალიან კარგი გზავნილია“, - განაცხადა მან.

გაჩეჩილაძის თქმით, გადაჭარბებული მოთხოვნის გამო ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაც შეძლო.

„თანხის მოზიდვის დროს მოვახდინეთ საპროცენტო განაკვეთის დაწევა, რადგან მოთხოვნა ორჯერ აჭარბებდა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საბანკო სისტემის მიმართ ინტერესი მაღალია“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც GBC წერს, ფასიანი ქაღალდები სავარაუდოდ, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.