15.აპრილი.2016 16:33
ეკონომიკა

10 თვის შემდეგ, თსუ-სა და მერიას შორის შეთანხმება შედგა - ლაბორატორია მდინარე ვერეს ნაპირთან აშენდება

10 თვის შემდეგ, თსუ-სა და მერიას შორის შეთანხმება შედგა - ლაბორატორია მდინარე ვერეს ნაპირთან აშენდება
“ურთიერთშეთანხმების საფუძლველზე გადაწყდა, რომ ახალი ლაბორატორია აშენდება ძველი ლაბორატორიის გვერდით, მდინარე ვერეს ნაპირთან,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თსუ რექტორთან, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასთან და თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
 
შეხვედრა სვანიძის ქუჩაზე, თბილისში 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად განადგურებული თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორიაზე გაიმართა.

როგორც თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თსუ-ს წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ„მერიის შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ ტერიტორიის დაგეგმარების კორექტირებაზე, ყველაფერი ეს შეთანხმდება არქიტექტურის სამსახურთან, რათა ჰიდროლოგიის ლაბორატორიამ შეძლოს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება".

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია უნდა იყოს უშუალოდ მდინარესთან, რადგანაც სტუდენტებმა შეძლონ ამ მიმართულების შესწავლა. აქვე უნდა გაგრძელდეს სამეცნიერო დაკვირვება. "ნებისმიერი სხვა ალტერნატივა, ლაბორატორიის თუნდაც მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსება, მიუღებელია. ეს შეხვედრა ამ ობიექტზე საჭირო იყო იმისთვის, რომ ყველა სამსახურის მონაწილეობით ქალაქის მერს მიეღო პრინციპული გადაწყვეტილება, რაც შეესებამება უნივერსიტეტის ინტერესებს." - განაცხადა პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტი მერიის შესაბამისი უწყებებისგან, სამშენებლო ნებართვას 10 თვის განმავლობაში ელოდებოდა.


სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია 10 თვეა მერიისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს

21.აგვისტო.2019 21:20
140

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
271

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
223

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
170

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
125

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
178

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად