31.აგვისტო .2019 22:18

10 სეტქემბერს Apple სამ ახალ სმარტფონსა და ახალ IOS-ს წარადგენს

views 483
უკან

Apple 10 სექტემბერს ახალი პროდუქტების წარდგენას გამარტავს. კომპანიის CEO ტიმ კუკი სამ ახალ სმარტფონს და განახლებულ ოპერაციულ სისტემას წარადგენს.

არსებული მდგომარეობით, ახალი სმარტფონების შესახებ უკვე მრავალი დეტალი არის ცნობილი. ახალი მოდელების შესახებ წინასწარ ცნობილია რომ მას Apple-ის მიერ შექმნილი განახლებული ჩიპსეტი A13 ექნება. გარეგნულად, არსებულ მოდელებთან მიმართებით ყველაზე ხელშესახები სხვაობა სამი კამერის არსებობა იქნება.

ამასთანავე, ცნობილია, რომ Apple საკუთარ საფასო პოლიტიკას წელსაც პრაქტიკულად უცვლელად დატოვებს.

როგორც ცნობილია, ღონისძიებაზე კომპანია სმარტფონებთან ერთად აქსესუარების, Apple Watch-ის განახლებული მოდელების წარდგენასაც გეგმავს.