28.აპრილი .2016 15:10

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს

views 8935
უკან

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი - ქალი.
 
საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტთა 66,1 პროცენტი საზღვარგარეთ წასვლამდე საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა, ხოლო 33,9 პროცენტი - სასოფლო დასახლებებში.

ემიგრანტთა 31,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ადგილს ქ. თბილისი წარმოადგენდა, 22,9 პროცენტისათვის - იმერეთის, ხოლო 12,5 პროცენტისათვის - ქვემო
ქართლის რეგიონი.

ემიგრირებულთა ძირითად ნაწილს 20-54 ასაკობრივი ინტერვალის მოსახლეობა (ემიგრანტების 75,1 პროცენტი) შეადგენს. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ.

როგორც აღწერის შედეგებმა აჩვენა, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში და თურქეთში.

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

1. რუსეთის ფედერაცია - 21%
2. საბერძნეთი - 15,9%
3. თურქეთი - 11,2%
4. იტალია - 10,9%
5. გერმანია - 7,1%
6. აშშ - 5,7%
7. ესპანეთი - 4,1%
8. საფრანგეთი - 3,7%
9. უკრაინა - 3,7%
10. აზერბაიჯანი - 2%

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა