07.მაისი.2016 11:06
მსოფლიო

10 ქალაქი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

10 ქალაქი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია
Global Cities Business Alliance-მა იმ ქალაქების სია გამოაქვეყნა სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია. ანგარიშის თანახმად, პეკინი ფართის ქირაობისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქია.
 
"ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც არის პეკინი ადამიანები საკუთარი წარმატების მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა პრესრელიზში GCBA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლესლი სევილმა. მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ ძალიან დიდი რაოდენობის კადრების ყურადღება მიიპყრო და ახლა აუცილებელია მათ დასაბინავებლად საკმარისი საცხოვრებელი ფართი იყოს.

პეკინში მოიჯარეებისთვის საშუალო გადასახადი 789 დოლარს შეადგენს. პეკინში უძრავ ქონებაზე ფასები ერთ წელში 18%-ით გაიზარდა. შედეგად ადამიანები ცენტრიდან მოშორებულ ადგილებს ირჩევენ დასახლებისთვის და ყოველდღიურად სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, საშუალოდ 104 წუთს ხარჯავენ.

აბუ-დაბი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ისინიც საკმაოდ დიდ თანხას იხდიან საცხოვრებლის ქირაობაში რაც საშუალო ანაზღაურების 69,5%-ია.

მესამე ადგილზე ჰონკონგია. ნიუ-იორკი მოიჯარეების დანახარჯი მათი ყოველთვიური ხელფასის 64%-ია.

ორგანიზაცია GCBA-ის ანგარიშით აღნიშნულ ქალაქებში იჯარის საფასური კატასტროფულად იზრდება. მაგალითად, მექსიკაში 2009 წლიდან ფასები 44%-ით გაიზარდა.

საცხოვრებლის ქირის მიხედვით 10 ყველაზე ძვირი ქალაქის რეიტინგი:

1. პეკინი
2. აბუ-დაბი
3. ჰონკონგი
4. ნიუ-იორკი
5. შანხაი
6. დუბაი
7. სან-ფრანცისკო
8. ლონდონი
9. პარიზი
10. ჩიკაგო

16.ივლისი.2019 19:05
141

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ვრცლად
16.ივლისი.2019 15:15
221

AFRASIA BANK: ბოლო 10 წელიწადში რუსეთი 10%-ით გაღარიბდა

ვრცლად
16.ივლისი.2019 14:17
105

Volvo 507,000 დიზელის ავტომობილს უკან გაიწვევს.

ვრცლად
16.ივლისი.2019 13:28
191

Nestle უშაქრო შოკოლადის შექმნაზე მუშაობს

ვრცლად
16.ივლისი.2019 13:11
540

EU თურქეთს სანქციებს დაუწესებს და საინვესტიციო პროექტებს შეაჩერებს

ვრცლად
16.ივლისი.2019 00:20
219

ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს პირამიდა ტურისტებისთვის იხსნება

ვრცლად