01.თებერვალი .2016 16:49

1 თებერვლიდან Silk არხები მხოლოდ Silk TV მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი

views 2119
უკან

Silk-ის სპორტული და გასართობი არხები - Silk Sport HD 1; Silk Sport HD 2; Silk Sport HD 3; Silk კინო ჰოლივუდი, Silk კინო კოლექცია და Silk Kids - 1 თებერვლიდან მხოლოდ Silk TV-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
 
სამი სპორტული არხი: Silk Sport HD 1; Silk Sport HD 2 და Silk Sport HD 3 Silk TV-ის თემატურ პაკეტში - “Silk სპორტშია” გაერთიანებული. ამ თემატური პაკეტის აქტივაციით Silk TV-ის მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს ინგლისის პრემიერ ლიგის, ესპანეთის ლა ლიგის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებს. Silk სპორტულ არხებზე ასევე გადაიცემა ვიმბლდონის ჩემპიონატის თამაშები, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის და NBA-ის ექსკლუზიური რეპორტაჟები.
კინო კონტენტი ორი არხით არის წარმოდგენილი: Silk კინო ჰოლივუდი და Silk კინო კოლექცია. სულ ახლახანს Silk გასართობ კატეგორიას საბავშვო არხი Silk Kids დაემატა. ეს არხები Silk TV-ის საბაზისო პაკეტის ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი.

ერთადერთი Silk არხი, რომლის ტრანსლირება კვლავ სხვა საკაბელო ოპერატორების მიერ გაგრძელდება - Silk უნივერსალია. ამ არხის ეთერშიც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს Silk არხებზე გასული გადაცემები და მატჩები, ასევე პოპულარულ ფილმები Silk კინო კოლექციიდან.

სილქნეტი IPTV ბაზრის 69%-ს ფლობს და რამდენიმე წელია Silk TV საქართველოს ტერიტორიაზე 200-მდე ტელეარხის რეტრანსლირებას ახდენს.