მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დოლარის ღირებულება 2.76 ლარი გახდა

5ce3f8460bb1d
თელარა გელანტია
21.05.19 17:06
753
21 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა და 2.7676 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.06 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის კურსი 3.0848 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0643 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.05 თეთრი შეადგინა.

ლარი თურქული ლირას და ფუნტის მიმართაც გაფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მაისიდან შევა ძალაში.